იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს — ჩუგოშვილი შეზღუდვების შესახებ კანონპროექტზე
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილს იმედი აქვს, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტს მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არ არის ისეთი ვითარება, რომელიც აუცილებელს ხდის ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების თავდაყირა დაყენებას.
"ყველამ ამ დარბაზში იცის, რომ ეს კანონპროექტი, ამ ფორმით ინიცირებული, არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და ეს არის ძალიან ნათელი, ამაზე კამათსაც არ აქვს აზრი. ეს ყველაფერი უკვე არის კანონმდებლობაში. რისი შეზღუდვა გინდათ, რასაც ეს ჩანაწერი არ ფარავს და რატომ არის ეს რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ფუნდამენტი უნდა დავარღვიოთ ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების და ფუნდამენტური პრობლემა შევქმნათ იმაში, თუ რა არის პარლამენტის როლი და მთავრობის როლი. თქვენ, რა თქმა უნდა, ამ კანონს მიიღებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მას მალევე გააუქმებს, იმიტომ რომ ეს აუცილებლად გახდება საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობის საგანი"— განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. კანონპროექტის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა. მას ორი კანონის შეცვლა სურს — კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის პირველი მოსმენა დღევანდელ პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი, ხოლო სავარაუდოდ ხვალ, 22 მაისს, მეორე და მესამე მოსმენა იქნება, შემდეგ კი საბოლოო კენჭისყრა.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
კომენტარები