საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედი დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრემიერმინისტრთან კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის ღონისძიებებზე ნაკლები კითხვა ექნება. კობახიძე ამას იმით ხსნის, რომ თავადაც იყო ჩართული საბჭოს მუშაობაში.

"პრემიერი სამჯერ მოვა პარლამენტში მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. მე პირადად კითხვები მექნება ნაკლები, გამომდინარე იქიდან რომ ჩართული ვიყავი საბჭოს მუშაობაში. ბუნებრივია კითხვები დაისმება როგორც ოპოზციის მხრიდან, ასევე, უმრავლესობის მხრიდან, ეს კითხვები შეეხება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებას", — თქვა კობახიძემ.

პრემიერმინისტრი გახარია პარლამენტში 27 და 29 მაისს მივა, ასევე, ივნისში.