EUMM დე ფაქტო ხელისუფლების ბრალდებებს ბიოლოგიური მასალის შეგროვებაზე უპასუხისმგებლო დეზინფორმაციას უწოდებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM) კატეგორიულად უარყოფს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო დაზვერვის სამსახურის გავრცელებულ ცრუ ცნობებს. საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ ქართველი სამართალდამცავები, სამედიცინო ბრიგადასთან ერთად, ცდილობდნენ მალულად ე.წ. გამყოფ ხაზიდან მოქალაქეთა ბიოლოგიური მასალა შეეგროვებინათ.
დე ფაქტო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ მათთვის შიდა საფრთხე "საქართველოდან საშიში ინფექციის შეტანაა" და იმასაც ამტკიცებს, რომ ბიოლოგიური მასალა რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიისთვის უნდოდათ, თუმცა განცხადებაში არ არის არცერთი არგუმენტი, რომელიც მსგავს ბრალდებას ამყარებს. "მტკიცებულებად" დე ფაქტო უწყებას მხოლოდ ფოტოები აქვს, სადაც გამყოფ ხაზთან სადამკვირვებლო მისიისა და სასწრაფო დახმარების მანქანები ჩანს საპატრულო პოლიციის გარეშე.
EUMM აცხადებს, რომ ეს მისიის წინააღმდეგ მიმართული უპასუხისმგებლო დეზინფორმაციის მორიგი მაგალითია. მათი განმარტებით, პატრული ჩატარდა გეგმის მიხედვით, არცერთ მოქალაქესთან არავითარი კონტაქტი არ ყოფილა, არანაირი ნიმუშები არ აუღიათ და ამის განზრახვაც არ არსებობს. მათივე თქმით, სასწრაფოს მანქანა დაარსების დღიდან ახლავთ.
"20 მაისს, სამხრეთ ოსეთის მედიაში გამოქვეყნებულ ცნობებში, რომელშიც მთავარი აქცენტი საქართველოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრზეა გაკეთებული, არაზუსტად და მცდარად აისახა 26 აპრილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქმედება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ.
წინასწარი სიფრთხილის სტანდარტული ზომაა, რაც ჩვენი თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულების ნაწილია, რათა საჭიროების შემთხვევაში, მათ სწრაფად შეძლონ აუცილებელი დახმარების გაწევა, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ადგილებში პატრულირებისას, სადაც სწრაფი სამედიცინო დახმარების მიღება რთულად მისაწვდომია", — წერია განცხადებაში.
EUMM-ს განცხადებით, ყველა მხარემ, მათ შორის სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმა, იციან ეს ფაქტები, რომლებიც მათ აუხსნეს ცხელი ხაზის მეშვეობით 26 და 27 აპრილს და ადრეც მრავალი წლის განმავლობაში.ევრო
"საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველდღიურად აკვირდება ვითარებას ადგილზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. ჩვენი მისია მუდმივად პატრულირებს მიმდინარე პანდემიის დროს. ჩვენი მიდგომა არის სრულად მიუკერძოებელი", — აცხადებენ ისინი.
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
კომენტარები