უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის თქმით, ოპოზიციის წევრებს ოპონირება პროფესიად ექცათ. მისი თქმით, ოპონენტები იმ საერთო სურათს ვერ ხედავენ, რომელიც ოპონირებისთვისაა საჭირო. ამის შესახებ მან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

"ადამიანებს ფაქტიურად პროფესიად ექცა ოპონირება, მაშინ, როდესაც ოპონირების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა საერთო სურათის დანახვა. რა არის საერთო სურათი — თქვენს მიერ წარმოთქმული კითხვები, რატომ 6 თვით არა და რატომ 6 თვით და უფრო მეტი არა, რატომ არა პირდაპირი დახმარება დასაქმებულზე, რატომ ეხმარებით ბიზნესს, არის ამოგლეჯილი, ფრაგმენტული კითხვები. მთავრობის მიერ გაწეული შეღავათები არის საერთო სურათი. ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ ჩვენ არ გვინდა 6 თვეზე მეტი ხნით დავეხმაროთ ადამიანებს, ჩვენ არ გვინდა უფრო მეტი დახმარება და სუბსიდირება გავუწიოთ და ა.შ. ეს არი პოპულიზმი და კერძო, ვიწრო ინტერესებით ნათქვამი პოზიცია" — განაცხადა წილოსანმა.