უმრავლესობის ლიდერი, დეპუტატი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სასამართლოს საქმეა, გიორგი რურუას გაამტყუნებს, თუ გაამართლებს. დღეს, 21 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას მდინარაძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების დროს ოპოზიციის მხრიდან ამაზე საუბარი, "წმინდა წყლის პროვოკაციული გამოხტომაა".

"თუ კონსტიტუციის ბედს ჩამოკიდებენ იმაზე, ერთი ადამიანი ციხეში იქნება თუ არა, ან ეს შანტაჟისთვის იქნება გამოყენებული, როცა სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება... მტკიცებულებები იქნება, მიიღებს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას, არ იქნება და მიიღებს გამამართლებელს. ეს სასამართლოს საქმეა", — ამბობს მდინარაძე.