22 მაისის საღამოს კომენდანტის საათი მხოლოდ სამი საათი გაგრძელდება
განახლება: თავდაპირველ სათაურში ეწერა, რომ 22 მაისს კომენდანტის საათი მხოლოდ 3 საათი გაგრძელდება, რაც უზუსტობა იყო და შეიცვალა. 22 მაისის საღამოს კომენდანტის საათი ნამდვილად სამი საათი გაგრძელდება, თუმცა სტატიაში არ იყო გათვალისწინებული 21 მაისს საღამოს 9 საათზე დაწყებული კომენდანტის საათი, რომელიც გაგრძელდება 22 მაისის დილის 6 საათამდე.
22 მაისის საღამოს კომენდანტის საათი მხოლოდ სამი საათი გაგრძელდება და 23 მაისის დადგომისთანავე, 00:00 წუთიდან მოიხსნება. ინფორმაცია On.ge-ს მთავრობის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
ვინაიდან პარლამენტს საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით ჰქონდა გამოცხადებული, კომენდანტის საათის შეზღუდვაც სწორედ 22 მაისის დასრულებამდე გაგრძელდება და არა ისე, როგორც აქამდე, დილის 6 საათამდე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი კორონავირუსის პრევენციის მიზნით 31 მარტიდან მოქმედებს და მისი დარღვევა ფიზიკური პირების 3 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
რა გაიხსნა აქამდე
შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა აქამდეც. კერძოდ:
- 11 მაისიდან გაიხსნა ჩაკეტილი თბილისი;
- 11 მაისიდანვე, ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა ყველა სახის წარმოება და ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან. შეზღუდვები კვლავ ეხება ტანსაცმლის/ფეხსაცმლის მაღაზიებსა და სავაჭრო მოლებს;
- აღდგა სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება;
- ისევ მუშაობს ავტოსამრეცხაოები/ავტოსერვისები;
- უკვე შესაძლებელია კომპიუტერის, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
- დაშვებულია სამშენებლო მასალების წარმოება, მშენებლობა და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა.
- დასაშვები გახდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსების ოპერირება;
- ამოქმედდა ონლაინ ვაჭრობა;
- შესაძლებელი გახდა ნებისმიერ პროდუქტზე მიტანის სერვისით სარგებლობა;
- გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრების ნაწილი;
- 14 მაისიდან გაიხსნა მოძრაობა რუსთავსა და გარდაბანში;
- 18 მაისიდან გაიხსნა სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები;
- 18 მაისიდან მოიხსნა 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა ღია და დახურულ სივრცეებში;
- მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნა.
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
კომენტარები