მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა ხუთ მილიონს გადააჭარბა. როგორც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზეა აღნიშნული, სულ 5 000 038 შემთხვევა გამოვლინდა.

COVID-19-ით უკვე 328 172 ადამიანი გარდაიცვალა, 1 899 350 გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებული — 1 551 853 შემთხვევა, დადასტურებულია აშშ-ში. პანდემიის დაწყების დღიდან ამერიკაში 93 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის ბევრი შემთხვევა გამოვლინდა:

  • რუსეთი — 308 705;
  • ბრაზილია — 291 579;
  • დიდი ბრიტანეთი — 249 619;
  • ესპანეთი — 232 555;
  • იტალია — 227 364.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: