ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციაში ბოროტი სულია ჩაბუდებული და ამბობს, რომ ბოროტზე კეთილი იმარჯვებს. ამ თემაზე მან POS TV-ის ეთერში ისაუბრა.

"ამ ყველაფრის საკვანძო მიზეზი არის ის, რომ მათში არის ჩაბუდებული ბოროტი სული. როდესაც ბოროტით მოქმედებ და ბოროტი განზრახვით მოქმედებ, რაც არ უნდა ტელევიზია გქონდეს, მოპარული ფული გქონდეს დაგროვილი, ლეიბორისტული პარტიის ოფისი გქონდეს, ეს არ შველის საქმეს. რადგან საბოლოო ჯამში, ვიცით, რომ ეს არის კლასიკა, კეთილი იმარჯვებს ბოროტზე", — თქვა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატის განცხადებით, ოპოზიცია ბოროტისგან ვერ თავისუფლდება და ეს მათთვის მრწამსის შემადგენელი ნაწილია. კობახიძემ ამავე ეთერში აღნიშნა, რომ ისეთი "გოიმური" ოპოზიციური სპექტრის, როგორიც ახლაა, საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება.