პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანიელჩის თანამდებობაზე დანიშნა.

გიგი გიგიაძე 2014 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ.

2012-2014 წლებში გიგიაძე გერმანიაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე იყო. 2013-2014 წლებში იგი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა, 2009-2010 წლებში კი ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.