ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ნიკო არის ყოველწლიური ფესტივალი, რომლის უმთავრესი მიზანია ქართველი ხელოვანების მხარდაჭერა და მათი დახმარებით საქართველოს ქალაქების ქუჩებში კედლების მოხატვა და ხელოვნების გავრცელება.

ნიკო მაღლივის კონკურსი მაისში იწყება, სადაც წელს ჟიურის მიერ გამოვლენილ 15 საუკეთესო ქართველ არტისტს ექნება შანსი მოხატოს თსუ-ს ბიბლიოთეკის 15 კედლიდან ერთ-ერთი და გამოაჩინოს საკუთარი ხელოვნება. კონკურსის შესარჩევი ეტაპი აგვისტომდე გაგრძელდება და 15 სექტემბერს დაიწყება უშუალოდ მოხატვის პროცესი. კონკურსის საუკეთესო მხატვრებს მიეცემათ შანსი მომავალ წელს მიიღონ მონაწილეობა ნიკოს ქუჩის ხელოვნების ფესტივალში.

ფესტივალი ემსახურება ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერას, მათ განვითარებას და ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაციას. ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია დორიტოსი.

ფესტივალის პარტნიორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მხარდამჭერია თბილისის მერია.

ფოტო: ნიკო

ფოტო: ნიკო

ფოტო: ნიკო