ქეით ბლანშეტი სარა პოლსონს ინსტაგრამის ლაივში ერთვებოდა, როდესაც ორგზის ოსკაროსანმა მსახიობმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ლესბოსელია. ქეითი და სარა პოლსონი ლესბოსელი პარტნიორების როლს ასრულებენ ფილმში Carol, ასევე ერთად მონაწილეობენ ფილმში Oceans 8 და სერიალში Mrs America.

"ლესბოსელი ვარ", — ამბობს ქეითი, რაზეც სარა გაოცებითა და ღიმილით უბრუნებს კითხვას: "ლესბოსელი ხარ?" "სავარაუდოდ, კი", — პასუხობს ბლანშეტი.

თავად ნახეთ და თქვით, რომ თქვენც დაინახეთ სარას თვალებში იმედის ნაპერწკალი.

თუმცა, ბლანშეტი სინამდვილეში ჰეტეროსექსუალია და მალევე აღნიშნა, რომ უბრალოდ ინსტაგრამის ჩართვაში კომენტარებს კითხულობდა. 2018 წელს, როდესაც ქეითი, როგორც ჰეტეროსექსუალი, Carol-ში ლესბოსელი ქალის როლის შესრულებისთვის გააკრიტიკეს, მსახიობმა განაცხადა, რომ ჰეტეროსექსუალ მსახიობებს შეუძლიათ ლგბტ პერსონაჟების განსახიერება და ამ უფლებისთვის სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლებს.

თუმცა, თავისი სექსუალური ორიენტაცია ქეითს ხელს არ უშლის ლგბტ თემის წევრების კულტი იყოს. მის სიტყვებს ტვიტერზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რეაქციებმაც არ დააყოვნა.

"ჩემი ახალი რელიგია? ის, რომელშიც ქეით ბლანშეტი ამბობს, რომ ლესბოსელია"

"როგორი იქნებოდა სამყარო, ქეითი რომ მართლაც ლესბოსელი იყოს"

"ფსიქოთერაპია $300 დოლარი ღირს და ცვლილების შესამჩნევად ერთი სესია არცაა საკმარისი. ვიდეო, რომელშიც ქეით ბლანშეტი ამბობს, რომ ლესბოსელია, შეგიძლიათ უფასოდ ნახოთ და მაშინვე იგრძნოთ სეროტონინის დონის ზრდა"

"ქეით ბლანშეტი მართლაც რომ ლესბოსელი იყოს, საზოგადოება ბევრად უფრო განვითარებული იქნებოდა"

"[ქეით ბლანშეტის ამ სიტყვების შემდეგ] 2020 წელი არც ისე ცუდია"

"ჩემი საფლავის ქვაზე ქეით ბლანშეტის სიტყვები გაუშვით, სადაც ამბობს, რომ ლესბოსელია. წინასწარ მადლობა"