44 წლის ავსტრალიელმა მომღერალმა Sia-მ ცოტა ხნის წინ, SiriusXM-თან ინტერვიუში თქვა, რომ გასული წლის ბოლოს ორი თინეიჯერი იშვილა. 18 წლის ბიჭებს ასაკის გამო თავშესაფრის დატოვება უწევდათ.

"ისინი მაშინ 18 წლის ასაკის იყვნენ, ახლა 19 წლის არიან. ორივე ძალიან მიყვარს", — თქვა პოპმომღერალმა.

მუსიკოსის თქმით, ერთ-ერთი შვილისთვის პანდემიასთან შეგუება და იზოლაცია რთული იყო, თუმცა ოჯახის წევრები ერთმანეთს გამოსავლის პოვნაში ეხმარებიან:

"ცდილობენ სწორი არჩევანი გააკეთონ და ერთმანეთს ეხმარებიან. ორივე მათგანი ცდილობს, რომ ცოდნა გაიღრმავოს".

მუსიკოსი ინტერვიუში ცნობილი სტილით — ფერადი სამოსითა და სახეზე ჩამოფარებული პარიკით წარსდგა.