აშშ-ში საქართველოს ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებით პრეზიდენტმა გაბედული გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ელჩმა ონლაინ პრესკონფერენციის დროის ისაუბრა.

როგორც ელჩი ამბობს, ჩანდა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის ეს რთული გადაწყვეტილება იყო და მან "ქვეყნის ინტერესები თავის ინტერესებზე მაღლა დააყენა".

"ჩემი როლი არ მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეული კატეგორიებს მივაკუთნო ადამიანები და ვთქვა, ვინ ვინ არის. საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ძალიან გაბედული გადაწყვეტილება, დაძაბულობის გასანეიტრალებლად და დეპოლარიზაციისთვის [...] მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რო ეს მოქმედება დაეხმარება, შეიქმნას პირობები სამართლიანია და გამჭვირვალე არჩევნებისთვის", — აღნიშნა ელჩმა.