სტატია შეიცავს სპოილერებს Game Of Thrones-ის მერვე სეზონიდან

2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის დასაწყისიდანვე მოულოდნელად რთული პერიოდი აღმოჩნდა, თუმცა Game Of Thrones-ის ფანების დიდი ნაწილისთვის არანაკლებად მძიმე იყო გასული წელიც.

ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის 19 მაისს HBO-ს ამ საკულტო სერიალის ფინალური ეპიზოდი გამოვიდა და პირველი პრემიერიდან ცხრა წლის შემდეგ მაყურებელი საყვარელ შოუს საბოლოოდ დაემშვიდობა.

რამდენადაც დიდი იყო ბოლო, მერვე სეზონის მიმართ მილიონობით გულშემატკივრის მოლოდინი, იმდენად გულდასაწყვეტი აღმოჩნდა ბევრისთვის შოუს შემქმნელების გადაწყვეტილებები, თუ რა ბედი ეწეოდათ გმირებს და როგორ განვითარდებოდა ყველაფერი: წინა სეზონებთან შედარებით მერვე სეზონმა ყველაზე უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა, განსაკუთრებით კი ფინალურმა ეპიზოდმა.

ახლა კი სწორედ იმ რამდენიმე დეტალს გამოვარჩეთ, რომლებმაც მაყურებლებს განსაკუთრებულად დასწყვიტა გული, რის გამო გასულ წელს გამოსული ფინალური სეზონის გახსენება ბევრს დღემდე არ სურს.

1. წინა 7 სეზონის განმავლობაში ღამის მეფის უძლეველობით გვაშინებდნენ და როგორ დასრულდა მასთან ომი ასე მარტივად ერთ ეპიზოდში?

ფოტო: HBO

არიას საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, პირიქით, დამსახურებულად გაართვა ამ დავალებას თავი, მაგრამ მთლიანად "ღამის მეფის პრობლემის" ასე უცებ გადაწყვეტას არავინ ელოდა.

2. სერსეი გაცილებით უკეთეს ფინალს იმსახურებდა

ფოტო: HBO

ასეთი ძლიერი პერსონაჟისგან, როგორც მინიმუმ, უფრო მეტ წინააღმდეგობას ველოდით.

3. დეინერისის ტრანსფორმაცია მეტისმეტად სწრაფად მოხდა

ფოტო: HBO

იყო თუ არა საჭირო ამ პერსონაჟის მსგავსი ცვლილება ლოგიკური, ეს საკამათოა, მაგრამ იმაზე, ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს მეტისმეტად სწრაფად მოხდა და შესაბამისი ეტაპები არ გაუვლია, რათა მაყურებელს უფრო მარტივად მიეღო ეს მოცემულობა.

4. შვიდი სამეფოს მეფე ბრანი გახდა... სხვანაირადაც შეგვიძლია ვთქვათ: ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ ბრანი გამეფებულიყო, თანაც ისე, რომ ამისთვის თითქმის არაფერი გაუკეთებია

ფოტო: HBO

და მან ამ ყველაფრის შესახებ იცოდა და არავის არაფერი უთხრა?!

5. როგორ (ვერ) განვითარდა ტირიონ ლანისტერის პერსონაჟი

ფოტო: HBO

ამ ერთ-ერთი ყველაზე გონებამახვილი და ძლიერი პერსონაჟისგან გაცილებით მეტი საინტერესო ნაბიჯის გადადგმას ველოდით, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სცენარისტებს ტირიონ ლანისტერი ხელიდან ჯერ კიდევ წინა სეზონებში გამოეცალათ.

6. ვარისი მსგავსი დასასრულისთვის ზედმეტად ჭკვიანი იყო

ფოტო: HBO

ვარისის ყურსა და თვალს წლების განმავლობაში შვიდ სამეფოში მომხდარი არცერთი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ამბავი არ რჩებოდა უყურადღებოდ, რის გამოც ის ბეილიშთან ერთად, ალბათ, ყველაზე საშიში პიროვნება იყო, თუმცა რატომღაც მან ვერ გათვალა, რომ დეინერისის მკვლელობა საჯარო განხილვებით არ დაეგეგმა.

7. ჯეიმისა და ეურონ გრეიჯოის სრულიად არასაჭირო ბრძოლის სცენა

ფოტო: HBO

ქალაქი თავზე ენგრევათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავს: კაცებმა აუცილებლად უნდა გაასწორონ ვალი იმის გამო, რომ საერთო ქალთან ჰქონდათ ურთიერთობა, სხვა არაფერია მნიშვნელოვანი გარშემო.

8. რა ესაქმებოდა ცხენს გადამწვარ ქალაქში?

ფოტო: HBO

რამდენიმე წუთის განმავლობაში ვუყურებდით არიას გადარჩენისთვის ბრძოლას, ბოლოს კი გამოჩნდა ეს ღვთიური ცხენი, მაგრამ მრავალი თეორიის მიუხედავად, ვერ გავიგეთ, რატომ.

9. დოთრაკიელების უმიზნო დახოცვა

ფოტო: HBO

ცხრა მთა და ცხრა ზღვა იმისთვის გადმოიარეს, რომ ურიცხვი რაოდენობის მტრისთვის უბრალოდ შეეკლათ თავი?

10. და ბოლოს: დეინერისის სიკვდილი ჯონ სნოუზე მეტად დრაკონმა რომ განიცადა

ფოტო: HBO

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ყველა კაცი ერთნაირია?