სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ ოკუპანტებმა დამატებით უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

"ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსებული მავთულხლართები და აღიმართა დამატებითი უკანონო ინსტალაციები", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ გააქტიურებული ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.