ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი მიესალმება ციხიდან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას და, ამავე დროს, ამბობს, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური მოტივებით კვლავ ციხეში რჩება.

"რატო უნდა გაჩერდეთ გზის ნახევარზე? გიორგი რურუა პოლიტიკური მოტივებით კვლავ რჩება ციხეში. ევროკავშირი ელოდება მის გათავისუფლებას, რათა გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის", — წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.

გიორგი რურუა ერთ-ერთია იმ პატიმრებს შორის, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია მოითხოვს. ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აცხადებენ, რომ ის პოლიტიკურ ნიშნითაა დაკავებული და მისი გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

გიორგი რურუას გათავისუფლების მოწოდებებს მმართველ პარტიას უგზავნიან ევროპარლამენტიდანაც. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება მთლიანად უნდა შესრულდეს.

ამავე თემაზე: