ჩინეთის ქალაქი შულანში, რომელშიც 700 000 ადამიანი ცხოვრობს საკარანტინო შეზღუდვები გამოცხადდა, ისეთივე, როგორიც მანამდე უხანში იყო. შულანი მაღალი რისკის ქალაქად წინა კვირაში შეფასდა, როცა ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები დაკავშირებული იყო ქალთან, რომლის ინფიცირების წყაროც უცნობი იყო.

როგორც South China Morning Post წერს, შულანში სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ ოჯახის ერთ წევრს აქვს პირველადი საჭროების ნივთების საყიდლად, ორ დღეში ერთხელ, ორი საათით.

საერთაშორისო გამოცემების ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობა შეშფოთებულია, რომ შულანში ვირუსი ისევ იფეთქებს და პანდემიის დასამარცებლად გადადგმული ნაბიჯები უშედეგო აღმოჩნდება.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირების 82 960 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგანაც 78 241 გამოჯანმრთელდა, 4 634 კი გარდაიცვალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: