საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა. მისი თქმით, ყოველთვის იყო და იქნება ამის მომხრე, მაგრამ "დიალოგი დიალოგისთვის, არასდროს ყოფილა გამოსავალი".

"აბა, რა. პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ ყოველ შემთხვევაში. იმიტომ, რომ რეალურად დღევანდელ და საერთოდ რეალობაში ორი გზა არსებობს მხოლოდ: ომის გზა და დიალოგის გზა. მე სხვა არ ვიცი, ვინმემ თუ იცის მესამე გზა, უნდა გავიგო", — განაცხადა მან.

მისი განმარტებით, არ ფიქრობს, რომ დღეს რუსეთთან დიალოგით დეოკუპაციის საკითხზე რამე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. მისი თქმით, რუსეთმა კოვიდის ეპიდემიის დროსაც კი არ სცადა სიტუაციის დეესკალაცია და პირიქით, გააგრძელა ბორდერიზაცია მაშინ, როცა ყველას ერთად უნდა ებრძოლათ პანდემიის წინააღმდეგ.

"პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ, როგორც ერთ-ერთი ნამდვილი დიპლომატიური საშუალების, რომ რომელიმე საკითხი მოხსნა და გადაწყვიტო. მაგრამ, მერე მოდის ჩვენი დღევადენლი სიტუაცია და პირობები", — განაცხადა მან.