ზურაბიშვილის აზრით, დასავლელი პოლიტიკოსები ტერმინ პოლიტპატიმარს არაინფორმირებულობის გამო იყენებენ
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრით, დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან ტერმინ პოლიტპატიმრის გამოყენება ნიშნავს, რომ ისინი ცუდად ინფორმირებულები არიან. ზურაბიშვილის თქმით, ეს ყველას პასუხისმგებლობაა და საჭიროა, მეტად იყვნენ ჩართული მათ ინფორმირებაში.
რუსთავი 2-ის ეთერში, წამყვანის კითხვაზე, ნიშნავს, თუ არა ეს, რომ ქვეყნის დიპლომატები ვერ მუშაობენ, ზურაბიშვილი პასუხობს:
"შეიძლება, ზოგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დიპლომატები საკმარისად არ მუშაობენ. [...] გამოცდილმა დიპლომატმა იცის, რომ დიპლომატიურად ყველაფრის გაკეთება არ შეიძლება, როცა შენ ხარ რომელიმე საელჩოს ელჩი ან თანამშრომელი და ხარ მიმართული ყველა მიმართულებით და ყვეალფერს ვერ ფარავ".
ამ განცხადებამდე ზურაბიშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა პოლონელ ევროპარლამენტარ, ანა ფოტიგას განცხადებას, "საქართველოში პოლიტიკური პატიმრების შეწყალებაზე". ზურაბიშვილმა ევროდეპუტატს მოუწოდა, მხედველობაში მიიღოს ის, რომ მას "პოლიტპატიმრები" არ შეუწყალებია.
რუსთავი 2-ის ეთერში ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი პასუხი და როგორც ტვიტერის, ასევე, პირადი კონტაქტების საშუალებით, ყველას უპასუხებს.
ფოტიგას გარდა, არაერთმა ევროპარლამენტარმა და სენატორმა უწოდა პოლიტპატიმარი, როგორც გიგი უგუალვასა და ირაკლი ოქრუაშვილს, ასევე, გიორგი რურუას.
სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. მან აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმა და ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ შეთანხმება სრულად შეასრულოს.
გაიგეთ მეტი:
- ეს არის ჩემთვის მძიმე — გახარია უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე
- პრეზიდენტის მხრიდან გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო — კალაძე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე
- ჩემი აზრით, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება — მდინარაძე პრეზიდენტის შეწყალებაზე
- ჩვენ შორის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობაა — იონათამიშვილი პრეზიდენტის შეწყალებაზე.
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
კომენტარები