პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერების შეწყალებით ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, ქვეყნის დეპოლარიზაციისთვის. მისი თქმით, ახლა სხვების დროა, შესაბამისი ნაბიჯი გადადგან.

"ახლა სხვებზე არის ცოტა, რომ ამავე მიმართულებით გადადგან პასუხისმგებელი ნაბიჯები და დავინახავთ, ვინ არის ქვეყნისთვის და ვინ არის არეულობისთვის", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება, შეიძლება დააფასონ, შეიძლება არა, მაგრამ მთავარია, რომ ისე მოიქცა, როგორც სინდისით ჩათვალა საჭიროდ.

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. მან აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმა და ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ შეთანხმება სრულად შეასრულოს.

გაიგეთ მეტი: