ლოგოსის წარმატების 10 წელი
"საერთაშორისოა აკადემია ლოგოსი" კერძო სკოლაა, რომელიც უკვე 10 წელია წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში. ეს სკოლა განსაკუთრებულია იმით, რომ ის არასდროს ყოფილა კომერციული პროექტი. ლოგოსი ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესების სურვილით შეპყრობილი ადამიანების ახდენილი ოცნება და მიღწეული მიზანია.
სკოლის შესახებ გვიყვება ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთევან ბაცანკალაშვილი:
"საერთაშორისო აკადემია ლოგოსი" 2010 წელს დაარსდა. სკოლის გახსნის იდეა “ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის” წიაღში დაიბადა, რომელიც 2009 წელს დავაფუძნეთ და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს სასკოლო საგნებისა და საერთაშორისო გამოცდებისათვის ინტენსიურ მომზადებას ვთავაზობდით. პირველივე წელს, ცენტრის ყველა კურსდამთავრებულმა სრული და ნაწილობრივი დაფინანსებით ჩააბარა წამყვან ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებში.
"ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი" იმდენად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რომ მშობლებმა თხოვნით მოგვმართეს, დაგვეარსებინა ანალოგიური პრინციპებისა და მიდგომების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა.
ეს პრინციპები იყო: ხარისხიანი და სიღრმისეული ზოგადი განათლების გადაცემა; საზღვარგარეთისა და საქართველოს პრესტიჟული უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების რეალური შესაძლებლობა, და რაც მთავარია, კეთილგანწყობასა და ურთიერთპატივისცემაზე ორიენტირებული გარემო, სადაც მოსწავლეები შეძლებდნენ თავისი აკადემიური პოტენციალის სრულ რეალიზებას.
დრო ცოტა გვქონდა! რამდენიმე თვეში უნდა გვეპოვნა შესაფერისი შენობა, დაგვეკომპლექტებინა მაღალკვალიფიციური პედაგოგების გუნდი, შეგვემუშავებინა პროგრამა და მიგვეღო სკოლის ლიცენზია. ვაცნობიერებდით, რომ მიუხედავად ცენტრის დიდი წარმატებისა, ფორმალური განათლების სამყარო სრულიად სხვა გამოწვევა და პასუხიმგებლობა იყო. გარდა ამისა, კონკურენცია უნდა გაგვეწია იმ დროისთვის არსებული მაღალი რეპუტაციის მქონე კერძო სკოლებისთვის.
დაუღალავი შრომის, უამრავი სირთულისა და უთვალავი გათენებული ღამის შემდგომ, 2010 წლის სექტემბერში ლოგოსმა 22 მოსწავლით და სამი საკლასო ოთახით საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო.
თავდაპირველად, მხოლოდ დამამთავრებელ საფეხურს ვთავაზობდით მოსწავლეებს; თუმცა, როცა წლის ბოლოს მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო ორი წლის შემდგომ გასამმაგდა, მივხვდით, რომ მნიშვნელოვანია შენი მოსწავლე დაბალი კლასებიდანვე შენი მოსწავლე იყოს და მას სკოლის ფასეულობები, კულტურა თუ საგანმანათლებლო პროგრამა უწყვეტ რეჟიმში შესთავაზო. მიუხედავად ამისა, ხარისხის შენარჩუნების მიზნით, გადავწყვიტეთ ნელი ტემპით ზრდა და ეტაპობრივი განვითარება. ამ პროცესის თითოეულ ნაბიჯს საგულდაგულოდ ვგეგმავდით, ვამოწმებდით, ვაფასებდით და მხოლოდ ამის შემდეგ ვახორციელებდით.
სკოლის დაწყებითი საფეხურის დამატება მხოლოდ მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც 2015 წელს ახალ, გაცილებით დიდ შენობაში გადავედით. 2016 წელს კი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების პირველი ნაკადი მივიღეთ.
დღეს საერთაშორისო აკადემია ლოგოსი 10 წლისაა. ჩვენი სკოლა ეყრდნობა 21-ე საუკუნის განათლების პრინციპებს, რაც თანამედროვე მოქალაქის აღზრდას და მისი 21-ე საუკუნის შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვას გულისხმობს. სკოლის მრავალფეროვანი პროგრამა, სავალდებულო საგნების გარდა მოიცავს არჩევით და დამატებით საგნებს: მეწარმეობის საფუძვლები, გარემო და მდგრადი განვითარება, ცხოვრებისეული უნარები, კომპიუტერული მეცნიერებები და პროგრამირება, სახალისო მეცნიერებები, მსოფლიო ლიტერატურა, ინგლისურის და ისტორიის კომბინირებული კურსი და სხვა. ეს კურსები ხელს უწყობს 21-ე საუკუნისთვის აქტუალური თემების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და თანამედროვე კონკურენტუნარიანი პიროვნებისათვის აუცილებელი უნარების ჩამოყალიბებას.
ჩვენ ძალიან გვეამაყება ის ფაქტი, რომ ლოგოსელების სრული უმრავლესობა პრესტიჟულ ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებში აგრძელებს სწავლას და მათ მიერ მოპოვებული დაფინანსებები საზღვარგარეთ 6 930 700 აშშ დოლარზე მეტია, ხოლო საქართველოში 445 500 ლარზე მეტი უდრის. მათ ამ პროცესში ეხმარებათ სკოლის სერვისები, რომლებიც ლოგოსის სასწავლო პროგრამაშია გათვალისწინებული.
ლოგოსის მოსწავლეთა რაოდენობამ წელს უკვე 400-ს გადააჭარბა. საოცარია, მაგრამ ის შენობა, რომელიც 2015 წელს ძალიან დიდი გვეგონა, ახლა უკვე სკოლაში გადმოსვლის მსურველი მოსწავლეების რაოდენობას ვეღარ აკმაყოფილებს, რის გამოც თითქმის ყველა საფეხურზე გვაქვს მომლოდინეთა სია.
მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავაც ეტაპობრივი ზრდის პრინციპს ვემხრობით, რაც საშუალებას გვაძლევს მუდმივად ვიყოთ თითოეული მოსწავლის საჭიროებებსა და ინტერესებზე ორიენტირებულნი, შევინარჩუნოთ ოჯახური გარემო და, რაც მთავარია, არასოდეს წავიდეთ კომპრომისზე, როცა საქმე სწავლისა და აკადემიური პროგრამის ხარისხს ეხება. “
სკოლაში მიღების პროცესი დასასრულს უახლოვდება. რეგისტრაცია შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად. ასე, რომ თუ გსურთ თქვენც გახდეთ ლოგოსის ოჯახის წევრი, იჩქარეთ.
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
კომენტარები