პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება და ამაში ინტენსიურად არიან "ჩართულები ევროპის სახალხო პარტიის, იგივე ნაციონალური მოძრაობის წევრები".

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ პატიმრების შეფასებასთან და პოლიტიკური ჯგუფის ქმედებებთან დაკავშირებით საბოლოოდ გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოება იღებს.

"მე არ მომწონს შინაარსი, თორემ საზოგადოება ფაქტობრივად შეეჩვია, რომ ეს ბრძოლა არის ნორმალური დღის რეჟიმი, რასაც უნდა გავუძლოთ. და ყველამ უნდა იცოდეს, რომ გადაწყვეტილებას მაინც ქართული საზოგადოება იღებს [...] ასე რომ, არჩევნების ყუთებთან გადაწყდება საბოლოოდ, მთავარი რეზოლუცია იქნება მიღებული საარჩევნო ყუთებთან", — განაცხადა ვოლსკიმ.