გახარია: ელჩებს აქვთ დავალება, განაცხადონ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს სტუმრებს
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ელჩები მუშაობას დაიწყებენ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ერეთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტების მიღებას შეძლებს. ამის შესახებ პრემიერმა კახეთში განაცხადა, სადაც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
"ბევრთან მოგვიწევს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, როგორც სუფთა კორიდორების შესაქმნელად, ასევე მწვანე ზონების გამოსაცხადებლად. მაგალითად, როგორც ჩანს პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, კარგად მიდის მოლაპარაკებები საბერძნეთთან, რადგან საბერძნეთიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ვირუსი კარგად მართა, სხვებთან შედარებით", — აღნიშნა გახარიამ.
მისი თქმით, ელჩებს უკვე აქვთ დავალება და ინსტრუქციები, რათა ხვალიდან განაცხადოს, რომ საქართველო ტურისტების მიღებას დაიწყებს.
როგორც პრემიერი განმარტავს, ამ პროცესისთვის მნიშვნელოვანი სახმელეთო და საჰაერო სასაზღვრო წერტილები, ასევე, ტრანსპორტის უსაფრთხოება:
"ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვს, პროტოკოლები შედგენილია და აქ საჭიროა ადგილზე ტესტების ჩატარება და სხვა პროცედურები, რომლისთვისაც ქვეყანა იმ ვადებში, რა ვადებიც ჩვენ გამოვაცხადეთ, იქნება მზად".
გახარიას თქმით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს უკვე შეუძლიათ პროტოკოლები უწყებებისგან მიიღონ და მზადების პროცესში ჩაერთო.
"მესმის, რომ ერთბაშად დიდი რაოდენობის ტურისტს ჩვენ ვერ მივიღებთ, მსოფლიოში არ იქნება ისეთი დიდი მოძრაობა, როგორიც იყო ადრე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო ამ კრიზისის შემდგომ, როგორც ტურისტული ქვეყანა, უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაშ", — აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს ყველა თავის სხვა მიმზიდველობასთან ერთად უნდა დაემატოს კიდევ ერთი კომპონენტი — ვირუსის ეფექტური მართვა. როგორც იგი ამბობს, ქვეყანამ უნდა შეძლოს ადაპტირება, რისკები მართვა და ჩვეულ რეჟიმში ცხოვრება.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები