თუ გემრიელი და ჯანსაღი სასუსნავი გიყვარს და სამზარეულოში ფუსფუსი და ექსპერიმენტები შენი თვითიზოლაციის განუყოფელი ნაწილია, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდე ქართული კომპანია ონისის შესახებ.

ონისი რჩეული ხარისხის ჩირეულს, თხილეულს, მარცვლეულსა და ბურღულეულს გთავაზობს. კომპანია კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში საცალო მომხმარებელს ბინაზე მიტანის სერვისითაც უზრუნველყოფს და ასორტიმენტსა და მიწოდების არეალსაც ეტაპობრივად ზრდის. ამ ეტაპზე გემრიელი ნუშის, თხილეულისა და ჩირების მიწოდება წყნეთსა და რუსთავშიც შესაძლებელია.

კომპანია ონისი 2018 წელს 3 მეგობრის ერთობლივი გადაწყვეტილებით შეიქმნა. კომპანია ორიენტირებული იყო B2B გაყიდვებზე. მეგობრებს დღემდე ეამაყებათ ის ფაქტი, რომ ბიზნეს კლიენტებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ სერვისს აწვდიან.

გემრიელი, რჩეული ხარისხის პროდუქციის გარდა, ონისს სიმარტივე და ოპერატიულობაც ახასიათებს. შემქმნელები ამბობენ, რომ კომპანიას შემდეგი დეტალები ხდის გამორჩეულს:

  1. ხარისხი — მხოლოდ რჩეული ხარისხის პროდუქცია;
  2. სიმარტივე — მომხმარებელს მისთვის სასურველი ნებისმიერი ფორმით შეუძლია შეკვეთის განთავსება: ფეისბუქით, ვებსაიტით, ტელეფონით, ვაიბერითა თუ ვოთსაპით...

  3. ნებისმიერი სასურველი რაოდენობის შეძენა — 100 გრამი, 150 გრამი, 5 კილო და ა.შ.

30 ლარის ან მეტის შენაძენზე მიწოდება უფასოა.

სასკოლო სემესტრის დაწყების შემდეგ, ონისი გეგმავს, რომ მოსწავლეებისთვის ჯანსაღი პროდუქტის, ნუშის, ნიგოზისა და თხილის მიქსები დაამზადოს. დღეისათვის სულ 6 თანამშრომელია კომპანიაში დასაქმებული.

სტატია მომზადებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.