ფრანგი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები ტესტია საქრთველოს ევროპული გზისთვის. მის შესახებ მან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხი განიხილება.

გლუკსმანის თქმით, არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი და ეს ევროპული გზისთვისაა საჭირო. გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა 8 მარტის შეთანხმებაზეც ისაუბრა:

"ვფიქრობ, ჩვენს ტვიტებს თუ ევროპარლამენტის სხვა აქტივობებს აქვს შედეგი, მაგალითად უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების კუთხით. შეთანხმება არ არის ბოლომდე შესრულებული და მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობას, რომ მომავალი არჩევნები არის ტესტი საქართველოს ევროპული გზისთვის".

ამავე თემაზე: