ლელო გამოდის ინიციატივით, რაჭაში ეროვნული პარკი გაიხსნას
პოლიტიკური პარტია ლელო საქართველოსთვის ონის კასკადის მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას საგანგაშოდ მიიჩნევს. ისინი გამოდიან ინიციატივით, რაჭის დაცული ტერიტორიები და ბუნება გამოცხადდეს ეროვნულ პარკად.
პარტიაში განმარტავენ, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ ხელმძღვანელობენ მოსაზრებით — მართებული ჰესი მართებულ ადგილას.
"არის აღსაშფოთებელი ის ფაქტი, რომ 21 კილომეტრის მანძილზე, სოფელ გლოვადან სორამდე, რიონი უნდა მოაქციონ გვირაბში, მშენებლობა უნდა იწარმოოს ბურღვა-აფეთქების მეთოდით. ეს არამხოლოდ ანგრევს ჩვენ ეკოსისტემას, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისით არის გაუმართლებელი.
პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ყველა მსგავსი პროექტის განხილვის დროს წარმოადგინოს გარემოზე ზემოქმედების საერთაშორისო დასკვნა დამოუკიდებელი ექსპერტებისგან.
"იქნება ეს რაჭის პროექტები, პროექტები ხადას ხეობაში, სვანეთში, ბახმაროში თუ სხვა ისტორიულად მნიშვნელოვან და დაცულ ტერიტორიებზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, წარმოდგენილი იყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო დასკვნები, საერთაშორისო ექსპერტიზები. ყველა საკითხი აუცილებლად იყოს გავლილი მოსახლეობასთან ერთად", — განაცხადეს მათ.
ლელოს პრესკონფერენციაზე ხელოვნებათმცოდნე თამარ შავგულიძემ განმარტა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამშენებლო არეალში არ მოხვედრა არ ნიშნავს, რომ ისინი არ დაზიანდება.
"ეს არ არის საკმარისი, იქიდან გამომდინარე, რომ ძეგლებზე ირიბი ზემოქმედება თავისუფლად შეიძლება. მითუმეტეს, ონის რაიონი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. უადრესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განეკუთვნება მეზოლითის ხანას და უახლესი მე-19 საუკუნეს. წარმოგიდგენიათ, რამხელა დიაპაზონზე არის საუბარი", — განაცხადა მან.
მსგავსი განცხადებით გამოეხმაურა ონის კასკადის მშენებლობას ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისიც. ბუნების დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ემხრობა მართებულ ადგილას, მართებული ჰესის მშენებლობას, თუმცა აღნიშნავს, რომ რაჭას არა ჰესების კასკადი, არამედ დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება.
ფონდი ეწინააღმდეგება ჰესების ყველა იმ პროექტს, რომელთა დაგეგმვა და განვითარება არ შეესაბამება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსებით და ქვეყანამ ამით უნდა ისარგებლოს, მაგრამ რაჭა და მდინარე რიონი მართებული ადგილი არაა.
რაჭის კასკადის მშენებლობად გამოეხმაურა EMC-ც. ორგანიზაცია წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების პირობებში, 2020 წლის 17 მარტს, ონის კასკადის პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვა დაჩქარებულად, სათანადო საჯარო განხილვის გარეშე გაიცა. მათი თქმით, ჰიდრორესურსების ათვისების ყველა მცდელობა ფრაგმენტულია და არ არის გამოკვლეული ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული თუ სხვა სახის საჭიროებების კონტექსტში.
პასუხად ონის კასკადში განმარტეს, რომ მარტში სამინისტრომ არა მშენებლობის ნებართვა, არამედ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა, რაც მშენებლობის ნებართვის პროცედურის ერთ-ერთი ნაწილი. ისინი უარყოფენ, რომ გვირაბი სოფლის თავზე გავა და ამისთვის მთებს აფეთქებენ. მათივე თქმით, კასკადის მშენებლობისთვის არ იგეგმება მდინარე რიონის დაშრობა და არც უწერის მინერალური წყლები განადგურდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მტკიცებით, ონის კასკადის მშენებლობისას ბუნებაში მინიმალური ინტერვენციები იგეგმება. მისივე თქმით, ჰესის აშენების ერთ-ერთი პირობაა, რომ შენარჩუნდეს რაჭის მინერალური წყლები და სამუშაოებმა მათზე ზემოქმედება არ უნდა იქონიონ.
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
კომენტარები