ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე, მარინა კალიურანდი საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას წინასაარჩევნოდ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ დაძაბულობას განმუხტავს.

"გუშინ ვესაუბრე ქართველ კოლეგას, დავით სონღულაშვილს, რომელმაც დამარწმუნა, რომ დისკუსია განახლდება, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ოპოზიციის ჩათვლით, გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა წინასააღჩევნო პერიოდში", — განაცხადა კალიურანდმა.

ევროპალრმენტარმა საართველოში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, სადაც კანონის უზენაესობას განმტკიცება სჭირდება.

"მოდით, შევხედოთ უფრო ფართო სურათს, წლების განმავლობაში საქართველომ განსაკუთრებულ ადგილი დაიკავა აღმოსავლეთ პარტნიორებში და მე გთავაზობთ, რომ შემდეგში ფოკუსირებული ვიყოთ, ჩვენი ბაზრების ინტეგრაციის დაჩქარებაზე, რაც დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე", — განაცხადა კალიურანდმა.