პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ამბობს, რომ გიორგი რურუას წინააღმდეგ ბრალდებები უნდა მოიხსნას და ის ციხიდან გათავისუფლდეს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხი განიხილება.

ანა ფოტიგა მიესალმება პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას.

"მთელი ჩემი გამოცდილებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში და საბჭოთა ბლოკის დროს ოპოზიციაში, ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები სიცრუეს ჰგავს და ისინი უნდა მოიხსნას", — განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ამავე თემაზე: