უნგრელი ევროპარლამენტარი და ევროპის სახალხო პარტიის წევრი, ანდრეა ბოჩკორი აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შეფასების დოკუმენტზე საუბრობენ.

ევროპარლამენტარმა, ასევე, აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

"არჩევნების წინ მკაფიოები უნდა ვიყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს. მივესალმები, რომ პარლამენტი მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებები საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე მიიღოს. ძალიან ველოდები ამ ნაბიჯს. რა თქმა უნდა, შემოდგომის არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი და მათ ეუთოს შენიშვნებიც უნდა გაითვალისწინონ", — აღნიშნა ანდრეა ბოჩკორმა.