პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე ეხმაურება პოლონელ ევროპარლამენტარ, ანა ფოტიგას განცხადებას, "საქართველოში პოლიტიკური პატიმრების შეწყალებაზე". ზურაბიშვილი ევროდეპუტატს მოუწოდებს, მხედველობაში მიიღოს ის, რომ მას "პოლიტპატიმრები" არ შეუწყალებია.

"სიზუსტისთვის, მე არ შემიწყალებია "პოლიტიკური პატიმრები", საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ. მოხარული ვიქნები ეს ფაქტი გაითვალისწინოთ, როდესაც ამ თემაზე კომენტარს აკეთებთ", — წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.

ანა ფოტიგამ 15 მაისს დაწერა ტვიტერზე, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას.

"საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას", — დაწერა ევროპარლამენტარმა.