სატელევიზიო შოუების მოყვარულებს არაერთი ცნობილი სერიალი ახსოვთ, რომლებმაც ჯერ მილიონობით მაყურებლის ყურადღება მიიქცია, შემდეგ კი სხვადასხვა მიზეზის გამო იმედგაცრუებული დატოვა ისინი.

ეს, როგორც წესი, იმის გამო ხდება, რომ მსახიობები სერიალიდან მიდიან, შოუს შემქმნელებს არაფრის დიდებით არ სურთ სერიალის დროულად დასრულება და ხელოვნურად წელავენ სიუჟეტს ან უბრალოდ თავდაპირველი გზიდან უხვევენ და უცნაურ ექსპერიმენტებს გვთავაზობენ.

ახლა სწორედ რამდენიმე ასეთი მაგალითის შესახებ გიამბობთ, როცა მაყურებლების დიდი ნაწილი კონკრეტული სეზონ(ებ)ით იმედგაცრუებული დარჩა.

1. American Horror Story — სეზონი 6

ფოტო: FX

ამ სეზონის იმედგაცრუებად ისიც საკმარისია, რომ დიდი მოლოდინების მიუხედავად, ლედი გაგას რატომღაც სრულიად ბუნდოვანი, რამდენიმეწუთიანი როლი ჰქონდა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრის აზრით, რაიან მერფიმ ხარისხის შენარჩუნება მხოლოდ სამი სეზონის განმავლობაში შეძლო, შემდეგ კი შოუ ნელ-ნელა უფრო და უფრო ცუდი გახდა.

2. Black Mirror — სეზონი 5

ფოტო: Netflix

ბევრ მათგანს, ვინც ამ შოუს გამოსვლის დღიდან ადევნებდნენ თვალს, მიაჩნია, რომ ამ ანთოლოგიამ გაუარესება მას შემდეგ დაიწყო, რაც მის წარმოებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ნეტფლიქსმა აიღო, მაგრამ ჯერჯერობით ბოლო, მეხუთე სეზონმა არა მარტო მათი, არამედ ნაკლებად სკეპტიკური მაყურებლების უარყოფითი შეფასებებიც კი დაიმსახურა.

3. Shameless — სეზონი 10

ფოტო: SHOWTIME

ფიონა გალაჰერის გარეშე შოუმ თავისი ხიბლი ნამდვილად დაკარგა.

4. Vikings — სეზონი 5

ფოტო: Bernard Walsh

ერთგული მაყურებლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სერიალის სიუჟეტი რაგნარის სიკვდილის შემდეგ გაუარესდა.

5. The Office — სეზონი 8

ფოტო: NBC

მაიკლ სკოტის წასვლამ იმდენად გაანაწყენა მაყურებლები, რომ შემდეგ სეზონთან მის გარეშე შეგუება ბევრს გაუჭირდა.

6. How I Met Your Mother — სეზონი 9

ფოტო: CBS

ესეც კიდევ ერთი სიტკომი, რომელმაც მაყურებლების ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები დაიმსახურა: ნაწილს სერიალის ფინალური სეზონი მოეწონა, მაყურებლების მეორე ნაწილი კი ბევრი დეტალის გამო დარჩა იმედგაცრუებული.

7. Game of Thrones — სეზონი 8

ფოტო: HBO

სატელევიზიო შოუების ისტორიაში სერიალის დასასრულით გამოწვეული ყველაზე დიდი იმედგაცრუება სწორედ HBO-ს ამ საკულტო ეკრანიზაციას მერვე სეზონს უკავშირდება: უკმაყოფილო მაყურებლებმა ფინალური სეზონის ხელახლა გადასაღებად პეტიციაც კი შექმნეს.

8. True Detective — სეზონი 2

ფოტო: HBO

კოლინ ფარელისა და რეიჩელ მაკადამსის სამსახიობო ოსტატობამაც კი ვერ იხსნა ეს სეზონი მაყურებლების კრიტიკისგან.

9. House of Cards — სეზონი 6

ფოტო: Netflix

როგორც ამბობენ, ეს სერიალი კევინ სპეისის კარიერასავით ცუდად დამთავრდა.

10. Altered Carbon — სეზონი 2

ფოტო: Netflix

2018 წელს ნეტფლიქსის პლატფორმაზე გამოჩენილმა ამ ახალ შოუმ სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულების დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა ამავე ჟანრის მოყვარულებისთვის სერიალის წელს გამოსული მეორე სეზონი ნამდვილი იმედგაცრუება გამოდგა.

11. Grey's Anatomy — ბოლო რამდენიმე სეზონი

ფოტო: ABC

ამ სერიალის ყველაზე ერთგული გულშემატკივრებიც კი აღიარებენ, რომ მან თავისი ნამდვილი ხიბლი დიდი ხნის წინ დაკარგა.

12. Supernatural — ბოლო რამდენიმე სეზონი

ფოტო: The CW Network

ბევრი ფიქრობს, რომ ეს სერიალი გრეის ანატომიის მსგავსად ჯერ კიდევ წლების წინ უნდა დასრულებულიყო და ახლა მხოლოდ ინერციით, შოუს თავდაპირველი სიყვარულის გამო ადევნებენ თვალს.

თქვენი აზრით, კიდევ რომელი სერიალის "ცუდი" სეზონი იმსახურებს ამ ჩამონათვალში მოხვედრას?