გამოხატვის თავისუფლება დაცულია — სესიაშვილი გალერიდან ლგბტ დროშის ჩამოხსნაზე საუბრისას
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი სესიაშვილი, 17 პოლიციის მიერ ლგბტ დროშის ჩამოხსნის კომენტირებისას ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
მას რუსთავი 2-ის ეთერში ჰკითხეს კაფე გალერის შენობის ფანჯრიდან ლგბტ დროშის ჩამოხსნის მოთხოვნაზე, რაც პოლიციამ დაადასტურა და რის შემდეგაც დროშა ფანჯარაზე აღარ იყო.
"ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და მე მგონი, საზოგადოება ამას კარგად ხედავს. რაც შეეხება პოლიციის მოქმედებას ამ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციის ვალდებულებაა და ეს კანონშიც უწერია, რომ თუ შეიძლება ამ თუ იმ მოქმედებას მოყვეს სიტუაციის დაძაბვა და პოლიციას აქვს იმის საშუალება, რომ მოახდინოს პრევენციული ღონისძიების გატარება, ეს მათი კანონიერი ვალდებულებაა. მე ვერ ჩავერევი პოლიციის ამ საქმიანობაში, რაც შეეხება სხვა მსგავსი ტიპის აქციებს თუ პროცესებს, აქაც თუ დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები, თავისთავად ცხადია, სახელმწიფო იქნება კანონის და კონსტიტუციის სადარაჯოზე", — თქვა სესიაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვას, რატომ არის კანონი შერჩევითი და რატომ არ ეძლევა მოქალაქეს ფანჯრიდან დროშის გადმოფენის უფლება, როცა საპატრიარქო მსვლელობას მართავს, დეპუტატმა ასე უპასუხა:
"თქვენი შეფასება არის მიკერძოებული. პოლიციის მოქმედება ეფუძნებოდა პრევენციას, რომ არ მომხდარიყო სიტუაციის გართულება და დაძაბვა".
აქვე, სესიაშვილმა თქვა, რომ წლების განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული მოქალაქეების კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული უფლებები.
კაფე გალერის შენობის ერთ-ერთ ფანჯარაზე გადმოფენილი ლგბტ დროშა პოლიციამ ადმინისტრაციას ჩამოახსნევინა. TV პირველის კადრებში ჩანს, როგორ შედიან შსს-ს წარმომადგენლები შენობაში, შემდეგ კი ფანჯრიდან დროშა იხსნება.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები