3 რამ, რაც მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ
როგორც იცით, პირველი მაისიდან თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მოწევაზე რეგულაციები მკაცრდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უამრავ ადგილას, სადაც აქამდე თავისუფლად ეწეოდით, მოწევას ვეღარ შეძლებთ. თუ ისედაც ფიქრობდით სიგარეტისთვის თავის დანებებაზე, შეიძლება ეს კარგი დრო იყოს.
მოწევას ბევრი დისკომფორტი ახლავს თან: მუდმივად, დღის ყველა მონაკვეთში სიგარეტისა და სანთებელას ქონის აუცილებლობა, ფინანსური ზარალი, რომელიც თუნდაც დღეში ერთ კოლოფს მოაქვს და ის ფაქტი, რომ ბევრ კაფეში ვერ მოწევთ, ხოლო სადაც მოწევთ, იქ სხვებიც ეწევიან და საბოლოოდ კვამლით გაჟღენთილი დაბრუნდებით სახლში. მთავარი კი მაინც ისაა, რომ სიგარეტი ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს, თანაც, არა თეორიულ მომავალში, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში.
მწეველების უმრავლესობა რამდენიმეწლიანი სტაჟის შემდეგ ცხოვრებიდან სიგარეტის ამოღებაზე იწყებს ფიქრს. პირველი ნაბიჯი იმის გაცნობიერებაა, რომ რეალურად საქმე სულაც არ დგას ისე, რომ "როცა მოგინდებათ, დაანებებთ". ერთი კონკრეტული დღის განმავლობაში მოწეული ღერების მცირე რაოდენობა არგუმენტი არაა, რადგან რთული პერიოდი დღეების გასვლის შემდეგ იწყება.
ყველაზე ცუდი სცენარი რომ დავივიწყოთ, რომელიც სიგარეტის კოლოფზე ყველას ამოგვიკითხავს, თამბაქოს ნეგატიურ ზემოქმედებაზე მაინც ვერ დავხუჭავთ თავს.
სიგარეტი ანადგურებს ფილტვების უჯრედებს, შეფერილობას უცვლის კანსა და კბილებს, ართულებს სუნთქვას, სირბილს და ზოგადად, სპორტულ აქტივობას.
თუ ახლა აპირებთ მოწევისთვის თავის დანებებას, შემიძლია გირჩიოთ, როგორ შეიმსუბუქოთ ეს რთული პერიოდი.
სასუსნავები
სიგარეტის ჩანაცვლება სხვადასხვა საკვებით აპრობირებული მეთოდია, თუმცა, შეიძლება მადა ყოველგვარი განზრახვის გარეშეც მოგემატოთ. იმისთვის, რომ საკუთარი თავი აკონტროლოთ, მაგრამ მავნე ჩვევამაც არ გძლიოთ, სცადეთ საღეჭი რეზინის დაღეჭვა, ან უპირატესობა მიანიჭეთ უმარილო სასუსნავს. თავი შეიკავეთ ტკბილეულისგან, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხეულმა სტრესის შესამსუბუქებლად შოკოლადიც მოგთხოვოთ. შეგიძლიათ მიირთვათ პატარა ნაჭრებად დანაწევრებული ხილი ან ბოსტნეული.
ნიკოტინის ტაბლეტები
გარდა ფსიქოლოგიური ფაქტორებისა, არსებობს ნიკოტინის შიმშილიც, რომელიც ყველა მწეველს გამოუცდია. შეგიძლიათ ასეთ დროს მინარევებისგან თავისუფალი ნიკოტინის ტაბლეტი ჩაყლაპოთ. შედეგად, იმ მხუთავი აირის მიღება აღარ მოგიწევთ, რომელიც კვამლთან ერთად ხვდება ორგანიზმში. რა თქმა უნდა, ზომიერება აქაც აუცილებელია. მას შემდეგ, რაც ნიკოტინის შიმშილს დაძლევთ, სხვა ჩვევებსაც გაუმკლავდით: როდის ეწევით ყველაზე მეტს? სამსახურში, როცა ცოტა ხნით ჰაერზე გასასვლელად მიზეზი გჭირდებათ? კაფეში? საკუთარ სახლში? შექმენით ახალი ტრადიციები, შეგიძლიათ გარშემომყოფებს სიგარეტის გარეშეც ეკონტაქტოთ. ჩაანაცვლეთ მოწევა ყავით ან ჩაით.
ინფორმაცია
რა თქმა უნდა, მოწევისთვის თავის დასანებებლად ზუსტი რეცეპტი არ არსებობს. შეიძლება ეს პროცესი ბევრად რთულიც მოგეჩვენოთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, მაგრამ მიზანზე კონცენტრირდით. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ცოტა ხნის მერე: სიგარეტისგან თავისუფალი, ენერგიული და დამოუკიდებელი. ინტერნეტში უამრავი რესურსია, რომელიც ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას აღმოგიჩენთ, შეგიძლიათ გადმოწეროთ აპლიკაციები, რომლებიც დაგითვლიან არმოწეულ ღერებსა და არდახარჯულ ფულს. მართალია, სიგარეტისთვის თავის დანებება რთულია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არაა.
თუ იმაში დარწმუნება გჭირდებათ, რომ მოწევა უამრავ დაავადებას იწვევს, აუცილებლად ნახეთ სხვა შუადღის დღევანდელი გადაცემა.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები