თანამედროვე სამყაროში ონლაინ ვაჭრობის საიტები სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობენ. პრაქტიკულად აღარ არსებობს ნივთი ან მომსახურება, რომლის შეძენასაც ონლაინ მაღაზიებში ვერ შეძლებთ.

პანდემიის დროს კი ონლაინ ვაჭრობა დამატებითი გაყიდვების ერთ-ერთი არხის ნაცვლად შემოსავლის ძირითად საშუალებად იქცა. ცხადია, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ონლაინ გადახდების სისტემის მოწესრიგება, რაც მსგავსი საიტის ასაწყობად გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას საჭიროებს. საკუთარ ონლაინ მაღაზიაში ელექტრონული ანგარიშსწორების სიტემის მარტივ დანერგვას უზრუნველყოფს ქართული პროდუქტი Plug and Pay.

იდეა We Are De-ში, 4 წლის წინ დაიბადა, როცა კომპანიამ თიბისი ბანკისთვის საკუთარი ონლაინ გადახდის პლაგინი შექმნა. ახალი ონლაინ გადახდის სისტემის გამოჩენისთანავე მკვეთრად გაიზარდა ინტერესი ელექტრონული კომერციისადმი, რის გამოც კომპანია ხშირად ტექნიკური მხარდაჭერასაც კი ვეღარ აუდიოდა. შედეგად გაჩნდა სერვისის ფასიანი ვერსია, რომელსაც პროფესიონალთა გუნდი ემსახურება.

ფოტო: Plug and Pay

ამჟამად Plug and Pay-ის გამოყენება შესაძლებელია ყოველგვარი პროგრამირების ცოდნის გარეშე. იგი მარტივად ინტეგრირდება Wordpress + WooCommerce ძრავთან, რომელსაც ელ.კომერციის საიტებისთვის იყენებენ. პლაგინი მარტივად ინტეგრირდება და მარტივი ინსტრუქციის შესრულებით მისი ინტეგრირება ნებისმიერი ადამიანს შეუძლია. Plug and Pay-ს უკვე საქართველოს ფოსტის, საქართველოს ბანკის, სპეისის, ქართუ ბანკის, კრედოს განვადებისა და SMS სერვისის ინტეგრაციაც აქვს. ამ კვირაში კი ის ლიბერთი ბანკის მხარდაჭერასაც მიიღებს.

აღნიშნული პროდუქტი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და პატარა ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებიც ამჟამად შემოსავალს ზუსტად ელექტრონული კომერციის საშუალებით აგენერირებენ.

"იდეალური გამოსავალი იმ ადამიანებისთვის, ვინც დეველოპმენტში კარგად ვერ ერკვევა." — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

ელექტრონული კომერციის სასიცოცხლო მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს ის ფაქტი, რომ პანდემიის პირობებში ელექტრონული გადახდის სისტემა Plug and Pay-ს მოხმარების მაჩვენებელი 200%-ით გაიზარდა.

Plug and Pay ფუნქციონალური მრავალფეროვნებით გამოირჩევა — ტექნიკური მხარდაჭერა, თანხის მომხმარებლის ბარათზე დაბრუნების და რამდენიმე მერჩანტის ანგარიშის (რამდენიმე ვალუტაში) გახსნის შესაძლებლობა და სხვა.

პლაგინების განვითარება აქტიურად მიმდინარეობს და ყოველი განახლების შემდეგ მას ახალი ფუნქციური შესაძლებლობებიც ემატება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

სტატია მომზადებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.