შუაში ყოფნაზე
სამყაროში უთვალავი წიგნი არსებობს. მაგრამ რამდენია მათ შორის ისეთი, რომელმაც ჯადოქრობის არსებობაში დაგაეჭვა, რადგან შენს ცხოვრებაში ზუსტად იმ დროს მოახერხა მოსვლა, როცა ზუსტად ის გჭირდებოდა ყველაზე მეტად? — ძალიან ცოტა. როგორც ადამიანებთან, წიგნებთან ურთიერთობის შემთხვევაშიც სწორი დროის შერჩევა ყველაფერია.
წლებია, რაც მხატვრული ლიტერატურის კითხვა ჩემთვის სამუშაოა. ლიტერატურათმცოდნეობის დარგში მოზრდილი კვლევის ჩატარება სწორედ ამას ნიშნავს: თავად კითხვის აქტი გარკვეულ პრაგმატულობას თავისთავად მოიაზრებს. ეს, ერთი მხრივ, კი იდეალურად ჟღერს — რა სჯობს, როცა შენი საქმე ისაა, რაც სიამოვნებას გგვრის — მაგრამ, მეორე მხრივ, ეს წყევლა და ტანჯვაა; ყველაზე დახვეწილი, ტარტაროსისეული წყევლა და ტანჯა.
მეც უკვე წლებია, ამ ანტიკურ ცეცხლში ვიხრუკები: ვკითხულობ იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და ვკითხულობ იმისთვის, რომ ჩემი კვლევა ერთი აბზაცით წინ წავწიო. ეს უცნაური პერვერსიაა: კი იღებ სიამოვნებას წიგნიდან, მაგრამ თან უსინდისოდ იყენებ მას შენი მიზნებისთვის.
ასე იყო პანდემიამდე.
და მერე სახლებში გამოვიკეტეთ. და ასოციალურებს ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. რადგან მეგობრები აღარ გვაგდებენ სინდისზე, რომ გარეთ გამოვიდეთ. და ის შინაგანი ხმაც, რომელიც ჩაგვჩიჩინებს, რომ ცხოვრება ჩვენ გარეშე მიდის და ეს უნდა გამოვასწოროთ, იკმინდება, რადგან ახლა ცხოვრება არავისთვის არსად არ მიდის.
და ეს ჩვენნაირებისთვის სახიფათო კომფორტია.
ცხოვრებაში სწორ დროს გაცნობილი წიგნებიც ამიტომაა რომ ვახსენე: სწორედ ახლა, ასეთ უცნაურ პერიოდში ჩემთან შემოხეტებულ წიგნზე უნდა მოგიყვეთ. ნაწილობრივ.
კიბერპანკი ერთი ახირებული ჟანრია: ის თან მომავალს უყურებს, მაგრამ თან — არც, რადგან მისი მომავალი აწმყოსეულია. ესაა ჟანრი, რომელიც ტექნოლოგიის განვითარების ყველაზე აღმაფრთოვანებელ სცენარებს ყველაზე დამთრგუნველ კონტექსტებში წარმოიდგენს, რათა გაგვაფრთხილოს, ზედმტად არ გავთამამდეთ და ტექნოლოგიურ განვითარებას საკურთხეველზე საკუთარი თავები არ შევწიროთ.
ეს ჟანრი ოცნებასა და მასზე აყოლით გამოძერწილ კოშმარს შორის სახიფათო კავშირს გვანახებს. და დღემდე ვერავინ შეძლო ამ კავშირის გარდაუვალობის ისეთი წარბშეუხრელი პირდაპირობით გადმოცემა, როგორც უილიამ გიბსონმა თავის სპროლის ტრილოგიაში.
წიგნებისეულმა იმ ჯადოქრობამაც, ზემოთ რომ ვახსენე, ჩემთვის აქ იჩინა თავი. საქმე ისაა, რომ ყოვლად აუხსნელი მიზეზების გამო აქამდე ამ ტრილოგიის მხოლოდ პირველი და მესამე ნაწილი მქონდა წაკითხული. და არასოდეს — შუა.
შუა ლიმინალური ადგილია — სივრცე, სადაც არც წარსულს ეკუთვნი და არც მომავლს; აწმყო კი, თავისთავად, წარსულისა და მომავლის გარეშე, ადამიანებისთვის, უბრალოდ, არ არსებობს. ეს პანდემიისეული ადგილია და, მართალია, დღეს ჩვენ ყველანი კოლექტიურად ვიმყოფებით აქ, მაგრამ ის ექსკლუზიურად ჩემია.
გიბსონის ტრილოგიის ეს შუა წიგნი, Count Zero, ქართულად ვერაფრით ითარგმნება, რადგან count ინგლისურად ომონიმია: ერთდროულად დათვლასაც ნიშნავს და გრაფსაც. აი, გაქართულებულად კი სიტყვები ამ თამაშს არ თამაშობენ. ესეც ტარტაროსისეული წამებაა — აზრსაც ხედავ, მნიშვნელობაც გესმის, მაგრამ მშობლიურ ენაზე მაინც ვერ იხელთებ ამ ყველაფერს.
თუმცა ჯანდაბამდეც გზა ჰქონია ამ წამებას. მთავარი აქ ისაა, რომ გიბსონის საკულტო ტრილოგიის შუა ნაწილი ჩემს ცხოვრებაში მაშინ მოვიდა, როცა ის მე ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
რატომ? რას გვიყვება ეს წიგნი ასეთ განსაკუთრებულს, ვინმეზე ამხელა ზეგავლენის მოხდენის შნო რომ გამოიჩინა? რომ გაიგო, რაზეა ეს რომანი, მისი წინამორბედი და შემდგომი წიგნი უნდა წაიკითხო. ისე ვერ გაიგებ. შანსი არაა. და ამაშია მისი მომხიბვლელობაც, რადგან ჩვენ იმ დროს შევხვდით ერთმანეთს, როცა შუაში ყოფნა თავისთავად ღირებულებადაა ქცეული.
პანდემია ეგზისტენციალურ კითხვებზე გაფიქრებს: ვინ ხარ? რატომ ხარ? რისთვის ხარ? და ამ ფიქრებმა, შეიძლება, ჭკუიდანაც შეგშალოს. საღი გონების შესანარჩუნებლად კი შენს თავს უნდა შეხედო, ახლა და აქ, და არა — ინფიცირებულ სამყაროს. რადგან შენი თავი არის დღეს ის ერთადერთი მყარი მოცემულობა, რომელზე ჩაჭიდებაც შესაძლებელია.
და კარგია, რომ ამ შენს თავს ჰყავს მეგობრები, რომლებიც უპანდემიო რეალობაში გარეთ გასვლას გაიძულებენ. რადგან ეს მეგობრები არსად წასულან და მალე — სამყარო ჩვეულ რიტმს რომ დაუბრუნდება — ისინი ისევ შემოგიძახებენ, ისევ გისაყვედურებენ და არ დანებდებიან იქამდე, სანამ გარეთ არ გაგიყვანენ, რომ ცხოვრება გაგაგრძელებინონ — მაშინაც კი, როცა შუას, უარაფრობას ეკუთვნი.
როცა არაფერს ეკუთვნი, ეს იმას ნიშნავს, წარსულსა და მომავალს შორის ხარ გამოკიდებული და აწმყო გამქრალია.
შუა ის ადგილია, რომელსაც მე და შენ ახლა ვეკუთვნით და რომელიც, ტანჯვასთან ერთად, თავისუფლებაცაა.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
კომენტარები