ლგბტქ ადამიანებისადმი გენდერული ძალადობის მასშტაბები შემაშფოთებელია — ომბუდსმენი
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო ადამიანის უფლებების დარღვევა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
"გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისადმი გენდერული ძალადობის მასშტაბები შემაშფოთებელია; მათ უფლებრივ მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს ის ფაქტი, რომ არსებული ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმები არ ითვალისწინებს ლგბტ+ თემის წინაშე არსებულ სპეციფიურ პრობლემებსა და გამოწვევებს", — აღნიშნულია განცხადებაში.
ომბუდსმენი საუბრობს ლგბტ+ თემის წევრების გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის მხრივ პრობლემებზე და აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში რადიკალური ჯგუფების გააქტიურება საგანგაშოა.
"[თემის მიერ] საკუთარ უფლებებსა და ინტერესებზე ღიად საუბარს და საჯარო სივრცეებში შეკრების მცდელობას საზოგადოების ნაწილის მხრიდან აგრესიული გამოხმაურება მოჰყვება. განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო წლებში რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურება, რომელთა ქმედებები თემის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ აღნიშნულის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები, არასაკმარისია", — ამბობს ომბუდსმენი.
ამასთან, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებს საჯარო პირების, მათ შორის, პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გამოთქმული ჰომოფობიური და ტრანსფობიური შინაარსის მოსაზრებები, რაც თემის მეტად სტიგმატიზაციას ახდენს და საზოგადოებაში ისედაც არსებულ უარყოფით წინასწარგანწყობებს აძლიერებს.
"ვფიქრობ, რომ დღეს არის კრიტიკული მომენტი, როდესაც სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული პოლიტიკა და შეიმუშავოს კომპლექსური სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება ლგბტ+ პირთა წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტისკენ. ამასთან, მნიშვნელოვანია შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული გამოწვევების საპასუხოდ ქმედით ღონისძიებებს გაატარებს", — აღნიშნულია განცხადებაში.
ომბუდსმენი ასევე ამბობს, რომ კორონავირუსით გამოწვეული საყოველთაო კარანტინის და საგანგებო რეჟიმის ფონზე, გამოწვევები უფრო თვალსაჩინო გახდა.
"მათ შორის, დასაქმების შესაძლებლობების არარსებობის, გაზრდილი ძალადობის რისკების, საცხოვრებლით და კვებით უზრუნველყოფის მიმართულებით. თუმცა, ლგბტ+ ადამიანების სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში გათვალისწინებული არაა. ამასთან, მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სხვა ღონისძიებებიც არ ტარდება, რაც ნეგატიურად აისახება ლგბტ+ ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხარისხზე", — აღნიშნულია განცხადებაში.
ომბუდსმენი მიუთითებს, რომ აგრძელებს საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში ლგბტ+ პირთა უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესწავლას.
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
კომენტარები