რაც უფრო უცნაური, საშიში და შემაძრწუნებელია ესა თუ ის ადგილი, ან მსგავსი ისტორია უკავშირდება მას, მით უფრო პოპულარულია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებების მიღება სურთ, რადგან უამრავ ტურისტს დიდ სიამოვნებას სწორედ ასეთი ადგილების მონახულება და მათი ისტორიების მოსმენა ანიჭებს.

მსოფლიოში კი ასეთი არც თუ ცოტა ქალაქი, სოფელი, ქუჩა თუ სახლი არსებობს. წარმოგიდგენთ 7 ყველაზე საშიშ და უცნაურ ადგილს, რომლის მონახულებაც თქვენც შეგიძლიათ, თუ გაბედავთ.

1. პრაღის ებრაული სასაფლაო, ჩეხეთი

ფოტო: atis-en

მსოფლიოში უამრავი ძველი სასაფლაო არსებობს, თუმცა ეს სასაფლაო განსაკუთრებულია. ის 1478 წლით თარიღდება და იქ მიცვალებულთა 12 ფენა არსებობს. სასაფლაოზე ჯამში 12 ათასამდე საფლავის ქვაა, მათ ქვეშ კი 100 ათასი ადამიანი განისვენებს.

2. დაკიდებული კუბოები, ფილიპინები

ფოტო: cebu-outdoor-guy

ფილიპინებში, იგოროტის ტომის წევრების აზრით, თუ მიცვალებულების ნეშტს კუბოთი კლდეზე გამოკიდებენ ასე მათ ხსოვნას უკვდავჰყოფენ, ხოლო მიცვალებულის სხეულიც უკეთ, დიდი ხნის განმავლობაში შეინახება.

3. ქალაქი პრიპიატი, უკრაინა

ფოტო: Abandoned city

ქალაქი რომლის მოსახლეობაც 50 ათას ადამიანს აჭარბებდა, ახლა სრულიად დაცლილი და მიტოვებულია. ეს ადგილი მაშინ მიატოვეს, როდესაც ჩერნობილის ატომური სადგური აფეთქდა შემთხვევა მოხდა და შესაბამისად ევაკუაცია გამოცხადდა.

4. თოჯინების კუნძული, მექსიკა

ფოტო: thisismyhorror

როდესაც მექსიკელი ხულიან სანტანა მდინარეში დამხრჩვალი ბავშვის ცხედარსა და იქვე მოტივტივე თოჯინას წააწყდა, მან პატარას ხსოვნისა და სულის პატივსაცემად ადგილი თოჯინებით მორთო. ხულიანის თქმით, ის 50 წლის განმავლობაში მოდიოდა აქ და მთელი ამ დროის მანძილზე, კიდევ უფრო მეტი თოჯინა ჩამოკიდა ხეებზე, ამიტომ კუნძულმა ტურისტების დიდი ყურადღება მიიპყრო და უჩვეულო ადგილების მოყვარულებს დღემდე მაგნიტივით იზიდავს.

5. ადამიანის ძვლებით აგებული სამლოცველო, პორტუგალია

ფოტო: flickr

სამრეკლოს კედლები 5000 ბერის ძვლებისაგანაა აგებული, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, აქ თოკით არის ჩამოკიდებული ორი ზრდასრული ადამიანისა და ერთი ბავშვის მთლიანი ცხედარი, რომლის ნახვაც დამთვალიერებლებში ნამდვილად მძაფრ ემოციას აღძრავს.

6. თვითმკვლელების ტყე, იაპონია

ფოტო: tofugu

ამ ტყეს "თვითმკვლელების ტყე" შეარქვეს რადგან, 1990 წლიდან მოყოლებული აქ ხუთასზე მეტი ადამიანი მივიდა თავის მოსაკლავად. ახლა აქ სპეციალური წარწერებია: "შენი სიცოცხლე ძალიან ძვირფასია", "შენ ნამდვილი საჩუქარი ხარ შენი მშობლებისათვის" და ა.შ

7. ზონა 51

ფოტო: dailymail

აშშ-ში, ნევადას შტატის სამხრეთით არსებობს გასაიდუმლოებული სამხედრო ბაზა, სადაც ახალი და ექსპერიმენტული სამხედრო შეიარაღება იქმნება. ლეგენდებისა და ურბანული მითების მიხედვით, აქ უცხოპლანეტელებსაც იკვლევენ, აქვთ კონტაქტი სხვა ცივილიზაციებთან და ზოგი ვერსიით, ეს ბაზა და მისი ბინადრები ინტერგალაქტიკურ ომშიც არიან ჩაბმულები.