ლონდონში, საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციაზე მინიმუმ 13 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ათობით აქციის მონაწილე Hyde Park-ში იყო შეკრებილი, სადაც პოლიციაც იყო მობილიზებული, რათა სიტუაცია გაეკონტროლებინა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ისმის, რომ აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "გრცხვენოდეთ", რადგან პოლიციელი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა, მათ მოთხოვნებს უყენებდა.

ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსის 241 455 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გარდაცვლილია 34 546 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 1 049. ბრიტანეთი შეზღუდვების ამოქმედების მეცხრე კვირაში შედის.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ: