ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმას, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლოში ადასტურებენ.

ოთარ ფარცხალაძის ძმა, თორნიკე ფარცხალაძე ნარკოდანაშაულშია ბრალდებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა გადაზიდვას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.