ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

მთავარმა არხის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის ძმა, თორნიკე ფარცხალაძე გუშინ, 15 მაისს დააკავეს და ის ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა გადაზიდვას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.