ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ფეისბუქზე ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დახმარებას საქართველოსთან ერთად უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და ჩერნოგორია მიიღებს.

"ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს სადეზინფექციო ხსნარებს, საბნებს ლეიბებსა და თეთრეულს, რომელიც ესტონური კომპანიების მიერაა დამზადებული", — წერია უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით ტვირთის პირველი ნაწილი გუშინ, 15 მაისს, საღამოს გაიგზავნა.