შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

დანაშაული 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.