სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობას.

"კერძოდ, ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.