ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი ოპოზიციის ლიდერების შეწყალებაზე წერილს ავრცელებენ.

"ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას შეცვლის და დაასრულებს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლოში. დღევანდელი გათავისუფლებები ძლიერ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც იმუშავა შეთანხმებაზე და ხელი მოაწერა მას, რომ პროგრესი შეიძლება იყოს და ის მიიღწევა კიდეც", — წერია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში სენატორები აღნიშნავენ, რომ მომავალი კვირების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებას ელიან. ასევე, წერილში საუბარია გიორგი რურუას საკითხზეც და ნათქვამია, რომ სენატორები მის გათავისუფლებას ელიან.

მანამდე სენატორმა რიშმა გაავრცელა განცხადება და ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.

15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.