ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ პროგრესს იმსახურებენ.

"მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას", — წერს ევროპარლამენტარი.