ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს მიმართავს, არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხიონ. ამ თემაზე კომენტარი მან ჟურნალისტებთან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ გააკეთა.

"მე მინდა, ასევე, მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს — არცერთი ნაბიჯი უკან, არავითარი თავდახრა, ჩვენ ყველას ვაჩვენებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რას წარმოადგენს ქართული ოცნება და როგორი მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხის მხრიდან", — თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას ჰქონდა მცდელობა, საარჩევნო სისტემა ჩავარდნილიყო და "მმართველ პარტიაზე გადაებრალებინათ". კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა ისიც, რომ მისთვის პრეზიდენტის მიერ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალება გულდასაწყვეტი გადაწყვეტილება იყო.

ოპოზიციის ლიდერებმა, გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო უკვე დატოვეს.