როცა რამდენიმე კვირის წინ იმის გაცნობიერება დავიწყეთ, რომ გაურკვეველი დროით ცხოვრების ჩვეულ წესზე უარის თქმა და თვითიზოლაციაში ცხოვრება მოგვიწევდა, ბევრი ჩვენგანი, ალბათ, იმაზე დარდობდა, თუ როგორ უნდა შეენარჩუნებინა ფიზიკური აქტიურობა და ჯანმრთელობას გაფრთხილებოდა.

ფოტო: Twentieth Century Fox

მათ შორის იყო ცნობილი მსახიობი არნოლდ შვარცენეგერიც, რომელსაც მაყურებლები სწორედ თავისი განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით იცნობენ.

72 წლის მსახიობი ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელების საშუალებით ხშირად უზიარებდა ფანებს თავისი საკარანტინო ცხოვრების შესახებ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან იზოლაციას სანიმუშოდ გაართვა თავი.

თუ არ გჯერათ, აი ნახეთ:

View this post on Instagram

Flexibility is as important as the pump.

A post shared by Arnold Schwarzenegger (@schwarzenegger) on

როგორც ჩანს, სინამდვილეში, მას ბევრი ჩვენგანის მსგავსად დაეზარა ვარჯიში და თავის მარტივად დაძვრენა გადაწყვიტა

სხვადასხვა სახის "ვარჯიშთან" ერთად მას არ უნდა დავუკარგოთ ისიც, რომ ხშირად სეირნობდა ველოსიპედით. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების წესების დაცვით!

მას ამ საქმიანობაში პარტნიორებიც ჰყავდა:

View this post on Instagram

Whiskey and Lulu need exercise too

A post shared by Arnold Schwarzenegger (@schwarzenegger) on

მინიატურული ცხენებთან ერთად შვარცენეგერი სადილობდა კიდეც

და ჭადრაკსაც თამაშობდა

რაც მთავარია, მას მუდამ სჯეროდა, რომ მალე ერთმანეთს კვლავ შევხვდებით.

ფოტო: Amco / BACKGRID

რა თქმა უნდა, ჩვენი კარანტინის დღეებს ისეთი მდიდარი და გავლენიანი ვარსკვლავის ცხოვრებას ვერ შევადარებთ, როგორიც შვარცენეგერია, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში მუდმივად ვცდილობდით, რომ თქვენთვის ბევრი სახალისო ან შემეცნებითი თავშესაქცევი შემოგვეთავაზებინა, რათა არნოლდის საყვარელი და ერთგული ოთხფეხა მეგობრის დანაკლისი არ გეგრძნოთ თუნდაც; ფიზიკური აქტივობის შესანარჩუნებლად კი არაერთი მარტივი და სასარგებლო რეკომენდაცია გაგიზიარეთ.