ქართული ოცნების ხელწერად იქცა საქმეების დაგვიანებით გაკეთება — კაპანაძე გახარიას პარლამენტში მისვლაზე
ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში მისვლის შესახებ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის პარლამენტში მაშინ უნდა მისულიყო, როცა შეზღუდვები იყო დაანონსებული და საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება გადაწყვიტა.
მისი თქმით, ქართული ოცნების ხელწერად იქცა: საქმეების დაგვიანებით გაკეთება, პარლამენტის სრული უპატივცემულობა და კითხვებზე პასუხის არგაცემა.
როგორც კაპანაძე ამბობს, დაგვიანებით მისვლას და იმის შესახებ საუბარს რა გააკეთა, უმჯობესია გახარიამ პასუხები იმაზე გასცეს, აწი რას აპირებს ეკონომიკის ჩიხიდან გამოსასვლელად.
"ბუნებრივია, მიუხედავად ამისა, როდესაც ის მოვა პარლამენტში, ოპოზიციას ექნება კონკრეტული კითხვები და ეს კითხვები უკავშირდება ახლა უკვე ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც არის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები და ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ეს ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარება დროულად იქნას გამოსწორებული. აქამდე რაც მოვისმინეთ მისგან და მთავრობისგან, ის ნაბიჯები არაადეკვატური, არასაკმარისი და დაგვიანებულია", — განაცხადა კაპანაძემ.
პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს, 15 მაისს, განაცხადა, რომ მზადაა საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით დაგროვილ კითხვებს ნებისმიერი ფორმით უპასუხოს, მათ შორის, პარლამენტში. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთივე მზაობა აქვთ მთავრობის სხვა წევრებსაც.
"მე მესმის და მსმენია, რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული კითხვები, საინტერესო კითხვები და მათ შორის აბსოლუტურად ობიექტური კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად მინდა განვაცხადო მზაობა როგორც ჩემი პირადად, ასევე მთავრობის თითოეული წევრის, ნებისმიერი სახით, პარლამენტშიც მათ შორის", — თქვა მან.
გახარიამ პარლამენტის თავმჯდომარე მიმართა, რომ როცა საკანონმდებლო ორგანო საჭიროდ ჩათვლის, მთავრობა ეახლება და დეტალურად წარუდგენს ანგარიშს, როგორ მართავდა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის პირობებში.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები