ევექსი ჰოსპიტლები დაანონსებული სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამის მიმართ მაღალი ინტერესის გამო მომხმარებლებს დასარეგისტრირებელად დამატებით პლატფორმას სთავაზობს.

ევექსი ჰოსპიტლებმა მომხმარებლების მხარდასაჭერად შეთავაზებული ახალი პროექტის მიმართ მაღალი ინტერესის გამო მსურველებს სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამაში დასარეგისტრირებელად დამატებით ონლაინ პლატფორმა შესთავაზა. დღეიდან პროგრამით განსაზღვრული ბენეფიტების მისაღებად მომხმარებლებს საშუალება აქვთ, 1-ელ ივნისამდე გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია ვებგვერდზე www.sheniprograma.ge.

შეგახსენებთ, რომ ევექსი ჰოსპიტლებმა მომხმარებლებს, რომლებსაც ქვეყანაში კორონა ვირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის ფონზე შეზღუდული აქვთ წვდომა გეგმიურ სამედიცინო სერვისებზე, დაავადებების გართულების რისკების შესამცირებლად ახალი ბენეფიტური პროგრამა შესთავაზა.

ევექსი ჰოსპიტლების მხარდაჭერის პროგრამის პირველი ეტაპზე ქსელში არსებული 18-ვე ჰოსპიტლის წამყვანი ექიმები საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანდნენ.

პროგრამის ფარგლებში მომხმარებლები უფასოდ მიიღებენ:

  • ონლაინ კონსულტაციებს დარგის წამყვან სპეციალისტებთან;
  • პირადი ასისტენტის მომსახურებას, რომელიც სამედიცინო სერვისის დაგეგმვასა და საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას გულისხმობს;
  • თანაგადახდის 500 ლარიან ვაუჩერს ქირურგიულ მომსახურებაზე, რომლის გამოყენებას მომხმარებლები წლის ბოლომდე შეძლებენ.

პროგრამით სარგებლობას მომხმარებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ევექსი ჰოსპიტლების ყველა სამედიცინო ცენტრში შეძლებენ.

ეს არის ევექსი ჰოსპიტლების მიერ ინიცირებული პროექტის პირველი ეტაპი. კომპანია განაგრძობს მხარდაჭერის პროგრამაზე მუშაობას და უახლოეს მომავალში მომხმარებლებს მათ საჭიროებაზე მორგებულ კიდევ ბევრ სამედიცინო სარგებელს ეტაპობრივად შესთავაზებს.

ევექსი ჰოსპიტლების სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამით განსაზღვრული ბენეფიტების გასააქტიურებლად მიმდინარეობს რეგისტრაცია 1-ელ ივნისამდე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებლებს საშუალება აქვთ დარეკონ ცხელ ხაზზე + (995 32) 2 55 05 05.