განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სფეროს პროტოკოლით, ეროვნული გამოცდების ჩატარებისას ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება. ამის შესახებ მინისტრმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას თქვა. მანვე აღნიშნა, რომ ექნებათ პროტოკოლის მთელი ნუსხა, რომელსაც ივნისში, გამოცდების თარიღთან ერთად გაასაჯაროვებენ.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2020 წლის ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, შეიძლება მხოლოდ თარიღი შეიცვალოს და აგვისტოში ჩატარდეს. მანვე განმარტა, რომ ეს მხოლოდ ეპიდსიტუაციაზე და ექიმების რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული.